0
ღვინო იბადება ქვევრშიWine is born in the qvevri
ვაზის სამშობლოHomeland of the VineსაქართველოGeorgia
05 / 05 - მსოფლიოThe World

ქართული ვაზი და მსოფლიოThe Georgian vine and the world

საქართველოში ფესვგადგმულმა ვაზისა და ღვინის კულტურამ საუკუნეებს გაუძლო და მსოფლიოს მოედო. ის, რაც ერთ დროს ამ მიწაზე დაიბადა, დღეს კაცობრიობის საერთო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. ისტორია, რომელიც საზღვრებს სცდება და ადამიანებს ღვინის გარშემო აერთიანებს. Rooted in Georgia, the culture of the vine and wine has endured through the centuries and spread across the world. What first took shape on this land has become part of humanity’s shared cultural heritage - a story that transcends borders and brings people together around wine.

უფრო ღრმადDeeper
01 / 06

აკვანიThe cradle

ღვინის დაყენების უძველესი კვალი - დაახლოებით 8000 წლის - სამხრეთ საქართველოში, შულავერისა და გადაჭრილის გორებზეა ნაპოვნი.The oldest traces of winemaking - some 8,000 years old - were found in southern Georgia, at Shulaveri and Gadachrili Gora.

02 / 06

ახლო აღმოსავლეთიThe Near East

ძვ. წ. VI ათასწლეულში ღვინოს ზაგროსის მთებში (ჰაჯი-ფირუზი) აყენებენ, დაახლოებით ძვ. წ. 4100 წელს - არენის მღვიმეში; მესოპოტამიისა და ლევანტის გზით ღვინო ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლოს ეგვიპტეს აღწევს.In the 6th millennium BC wine is made in the Zagros Mountains (Hajji Firuz), around 4100 BC in the Areni cave; by way of Mesopotamia and the Levant it reaches Egypt by the end of the 4th millennium BC.

03 / 06

ხმელთაშუა ზღვაThe Mediterranean

ძვ. წ. V ათასწლეულში ღვინოს უკვე ჩრდილოეთ საბერძნეთში აყენებენ, ძვ. წ. III ათასწლეულში - კრეტაზე; ძვ. წ. I ათასწლეულში კი ფინიკიელმა და ბერძენმა მეზღვაურებმა ვაზი სიცილიაში, სამხრეთ საფრანგეთსა და იბერიაში გაავრცელეს.Wine was already made in northern Greece in the 5th millennium BC and on Crete in the 3rd; in the 1st millennium BC Phoenician and Greek seafarers carried the vine to Sicily, southern France and Iberia.

04 / 06

რომი და ევროპაRome and Europe

რომაელებმა ვენახები გალიაში, ჰისპანიასა და მოზელის ხეობაში გააშენეს - ასე ჩაეყარა საფუძველი ევროპის დიდ ღვინის რეგიონებს.The Romans planted vineyards in Gaul, Hispania and the Moselle valley - laying the foundations of Europe’s great wine regions.

05 / 06

ახალი სამყაროThe New World

XVI საუკუნიდან ვაზმა ოკეანე გადალახა: მექსიკა, პერუ და ჩილე; 1659 წელს - პირველი ღვინო სამხრეთ აფრიკაში, 1788 წელს - ვაზი ავსტრალიაში.From the 16th century the vine crossed the ocean: Mexico, Peru and Chile; in 1659 the first wine in South Africa, in 1788 the vine reached Australia.

06 / 06

ვაზის სამშობლოThe homeland of the vine

ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ფონზე საქართველო განსაკუთრებულ ადგილს იკავებს თავისი მეღვინეობის უძველესი ტრადიციით. 2013 წელს UNESCO-მ ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.Against the backdrop of this centuries-old history, Georgia holds a special place with its ancient winemaking traditions. In 2013 UNESCO inscribed the traditional Georgian qvevri winemaking method on the list of the Intangible Cultural Heritage of Humanity.

ცივილიზაციაCivilisationღვინის გზაThe road of wine

რას აძლევს ღვინო კაცობრიობასWhat wine gives humanity

სამხრეთ კავკასიაში ფესვგადგმული ვაზისა და ღვინის კულტურა ხმელთაშუა ზღვის სამყაროში საბერძნეთსა და რომში გავრცელდა, იქიდან კი ევროპის სხვადასხვა კუთხესა და საბოლოოდ მსოფლიოს მრავალ რეგიონში. ღვინოსთან ერთად ვითარდებოდა სავაჭრო გზები, ყალიბდებოდა ქალაქები, იქმნებოდა ხელოვნების ნიმუშები და იწერებოდა კანონები. The culture of the vine and wine, rooted in the South Caucasus, spread throughout the Mediterranean world - to Greece and Rome, and from there to different parts of Europe and, eventually, many regions across the globe. Alongside wine, trade routes developed, cities took shape, works of art were created, and laws were written.

ღვინო სხვადასხვა ეპოქაში წამალიც იყო და საზეიმო სასმელიც. ის უკავშირდებოდა დიონისეს კულტს, ბერძნული სიმპოზიონის ფილოსოფიურ საუბრებსა და ქრისტიანული ზიარების წმინდა საიდუმლოს. ცოტაა ისეთი რამ, რომელსაც კაცობრიობის კულტურაზე ასეთი ხანგრძლივი და მრავალმხრივი კვალი დაუტოვებია. Throughout different eras, wine served both as a medicine and as a ceremonial drink. It was associated with the cult of Dionysus, the philosophical conversations of the ancient Greek symposium, and the sacred mystery of Christian Communion. Few things have left such a lasting and multifaceted mark on human culture.

ამ დიდი ისტორიის ერთ-ერთი უძველესი, დღემდე ცნობილი თავი კი სწორედ აქ, ქვემო ქართლის ნეოლითურ დასახლებებში იკითხება - თიხის ჭურჭელში შემორჩენილ კვალში, რომელმაც დაახლოებით რვა ათასი წლის წინანდელი მეღვინეობის ისტორია გააცნო მეცნიერებას. One of the oldest chapters of this vast history, still known to us today, can be traced right here, to the Neolithic settlements of Kvemo Kartli - in traces preserved in clay vessels that brought the story of winemaking some eight thousand years ago to the attention of modern science.

ქვევრიQvevriმემკვიდრეობა დღესHeritage today

ქვევრი მსოფლიოს მარნებშიThe qvevri in the world’s cellars

XXI საუკუნის დასაწყისიდან ქართული ქვევრი საერთაშორისო მეღვინეობის სამყაროში სულ უფრო ფართოდ გავრცელდა. იტალიელმა მეღვინემ იოსკო გრავნერმა 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში ქართული ქვევრით შთაგონებული ღვინის დაყენების მეთოდი განავითარა, რასაც სხვა ქვეყნებში მეღვინეების ინტერესიც მოჰყვა. დღეს ქვევრში ღვინოს აყენებენ იტალიაში, სლოვენიაში, ავსტრიაში, აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. Since the beginning of the 21st century, the Georgian qvevri has gained increasing recognition in the international wine world. In the late 1990s and early 2000s, Italian winemaker Josko Gravner developed a winemaking approach inspired by traditional Georgian qvevri, sparking interest among winemakers in other countries. Today, wine is made in qvevri in Italy, Slovenia, Austria, the United States, and many other parts of the world.

ქარვისფერი ღვინო საერთაშორისო მეღვინეობის ერთ-ერთ გამორჩეულ მიმართულებად იქცა, ხოლო ბუნებრივი მეღვინეობის მოძრაობის ბევრი წარმომადგენლისთვის საქართველო სულიერი სამშობლოა - ქვეყანა, სადაც ღვინის დაყენების უძველესი ტრადიცია ბუნებრივ პროცესებსა და თაობიდან თაობას გადაცემულ ცოდნას ეფუძნება. Amber wine has become a distinctive presence on the international wine scene, while for many in the natural wine movement, Georgia represents a spiritual home - a country where an ancient winemaking tradition is rooted in natural processes and knowledge passed down through generations.

500+500+ადგილობრივი ჯიშიnative varieties

ვაზის ჯიშებიGrape varieties

საქართველოში 500-ზე მეტი ადგილობრივი ვაზის ჯიშია აღრიცხული - ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ამპელოგრაფიული მემკვიდრეობაა. აქ რამდენიმე გამორჩეული ჯიშია წარმოდგენილი, რომლებიც ქართული მეღვინეობის რეგიონულ მრავალფეროვნებასა და უნიკალურ ხასიათს გვიჩვენებს. In Georgia, more than 500 indigenous grape varieties have been recorded, making the country home to one of the world’s richest repositories of grapevine diversity. Here are some of the most distinctive varieties, each reflecting the regional diversity and unique character of Georgian winemaking.

წითელიRedკახეთიKakheti

საფერავიSaperavi

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ფართოდ გავრცელებული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში, რომლის რბილობიც და კანიც შეფერილია. მისგან მიიღება ღრმა, მუქი ფერის, სტრუქტურული და დაძველების პოტენციალის მქონე ღვინო.One of Georgia’s best-known red grape varieties, with both red flesh and dark skin. It produces deeply colored, structured wines with excellent aging potential.

თეთრიWhiteკახეთიKakheti

რქაწითელიRkatsiteli

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული და ცნობილი აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. გამოირჩევა კარგი მჟავიანობით და მრავალფეროვანი ღვინოების დასაყენებლად გამოიყენება - კლასიკური თეთრიდან ქვევრში დაყენებულ ქარვისფერ ღვინომდე.One of Georgia’s most widely planted white grape varieties. Known for its good acidity, it is used to produce a range of wine styles, from crisp, classically made whites to amber wines fermented in qvevri.

თეთრიWhiteკახეთიKakheti

კახური მწვანეKakhuri Mtsvane

არომატული და დახვეწილი ჯიში, რომელიც ხშირად რქაწითელთან ერთად გამოიყენება. ღვინოს სიხალისეს, ყვავილოვან და ხილის ტონებს სძენს.An aromatic and elegant variety often blended with Rkatsiteli. It adds freshness, floral notes, and fruity aromas to the wine.

თეთრიWhiteკახეთიKakheti

ქისიKisi

ნაკლებად გავრცელებული კახური ვაზის ჯიში, რომლისგანაც მიიღება ხილისა და სანელებლების არომატებით გამორჩეული ღვინო. განსაკუთრებით საინტერესოა ქვევრში დაყენებული ქარვისფერი შეფერილობის.A rare Kakhetian grape variety that yields wine distinguished by fruity and spicy notes. It is particularly captivating when crafted in qvevri, revealing a rich amber hue.

თეთრიWhiteკახეთიKakheti

ხიხვიKhikhvi

იშვიათი და გამორჩეულად არომატული ჯიში, რომელიც შეიძლება ხასიათდებოდეს ყვავილოვანი, მწიფე ხილისა და თაფლის ტონებით. მისგან მზადდება როგორც კლასიკური, ისე ქვევრის ღვინო.A distinctive aromatic variety that can display floral, ripe-fruit, and honeyed notes. It is used to make both conventionally fermented wines and qvevri wines.

წითელიRedრაჭაRacha

ალექსანდროულიAleksandrouli

ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში, რომელიც ძირითადად რაჭა-ლეჩხუმში ხარობს. ალექსანდროული მუჯურეთულთან ერთად ცნობილი ნახევრად ტკბილი ხვანჭკარის საფუძველია. მის ღვინოებში წითელი ხილისა და კენკრის ტონები იგრძნობა.An indigenous Georgian red grape variety primarily cultivated in the Racha-Lechkhumi region. Together with Mujuretuli, Aleksandrouli forms the base of the famous semi-sweet Khvanchkara wine. Its wines feature distinct notes of red fruits and berries.

წითელიRedრაჭაRacha

მუჯურეთულიMujuretuli

ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში, რომელიც ძირითადად რაჭა-ლეჩხუმში ხარობს. მუჯურეთული ალექსანდროულთან ერთად ხვანჭკარის ღვინის შექმნაში მონაწილეობს. გამოირჩევა ხილის არომატებითა და ღვინის სტრუქტურაში შეტანილი წვლილით.An indigenous Georgian red grape variety primarily cultivated in the Racha-Lechkhumi region. Together with Aleksandrouli, Mujuretuli plays a key role in creating Khvanchkara wine. It is distinguished by its fruity aromas and the rich structure it contributes to the wine.

წითელიRedლეჩხუმიLechkhumi

უსახელოურიUsakhelouri

ლეჩხუმის იშვიათი და გამორჩეული ჯიში, რომლისგანაც მიიღება დახვეწილი, არომატული ღვინო. მცირე გავრცელება და განსაკუთრებული ხასიათი მას ქართული მეღვინეობის ერთ-ერთ გამორჩეულ ჯიშად აქცევს.A rare and distinctive grape variety from Lechkhumi, producing elegant, aromatic wines. Its limited cultivation and individual character make it one of Georgia’s most notable varieties.

თეთრიWhiteიმერეთიImereti

ცოლიკოურიTsolikouri

დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თეთრი ჯიში. მისგან მზადდება როგორც ახალი და ხალისიანი, ისე სხეულიანი, ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინო.One of the most widely planted white grape varieties in western Georgia. It is used to make everything from fresh, lively wines to fuller-bodied wines produced using traditional methods.

თეთრიWhiteიმერეთიImereti

ციცქაTsitska

მაღალი მჟავიანობითა და სიხალისით გამორჩეული იმერული ჯიში. განსაკუთრებით კარგად გამოიყენება ცქრიალა ღვინის დასამზადებლად და ხშირად ცოლიკოურთან ერთადაც გვხვდება.An Imeretian variety known for its high acidity and freshness. It is particularly well suited to sparkling wine production and is also often blended with Tsolikouri.

წითელიRedიმერეთიImereti

ოცხანური საფერეOtskhanuri Sapere

იმერეთის ძლიერი ხასიათის მქონე წითელი ჯიში. მისგან მიიღება ინტენსიური ფერის, ტანინიანი ღვინო, რომელსაც დაძველებისას უფრო რთული არომატები უვითარდება.A red grape variety with a strong character, native to Imereti. It produces deeply colored, tannic wines that can develop greater aromatic complexity with age.

თეთრიWhiteიმერეთიImereti

კრახუნა Krakhuna

იმერული თეთრი ჯიში, რომელიც მწიფე ხილისა და ყვავილოვანი არომატებით გამოირჩევა. მისგან მზადდება როგორც კლასიკური სტილის, ისე ქვევრში დაყენებული ღვინო.An Imeretian white grape variety distinguished by ripe-fruit and floral aromas. It is used to produce both classically made wines and wines fermented in qvevri.

წითელიRedიმერეთიImereti

ძელშავიDzelshavi

ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში, რომელიც ძირითადად იმერეთის რეგიონს მიეკუთვნება. ხასიათდება მაღალი ბუნებრივი მჟავიანობითა და დაბალი ტანინით. განსაკუთრებით მაღალი ხარისხის მასალას იძლევა ცქრიალა ღვინოებისთვის.An indigenous Georgian red wine grape variety primarily native to the Imereti region. It is characterized by high natural acidity and low tannins, making it exceptional base material for sparkling wines.

თეთრიWhiteქართლიKartli

ჩინური (იგივე ჩინებული) Chinuri

ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, რომელიც წარმოადგენს ქართლის ღვინის კულტურის ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათს. იგი კარგი მჟავიანობითა და ნაზი არომატებით გამოირჩევა. ტრადიციულად გამოიყენება ცქრიალა ღვინის დასამზადებლადაც.One of Kartli’s important white grape varieties, known for its good acidity and delicate aromas. It has traditionally been used in sparkling wine production as well.

თეთრიWhiteქართლიKartli

გორული მწვანეGoruli Mtsvane

ქართლის არომატული თეთრი ჯიში, რომელიც ჩინურთან ერთად ცქრიალა ღვინის წარმოებაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ღვინოს სიხალისესა და დახვეწილ არომატულ ხასიათს სძენს.An aromatic white grape variety from Kartli that plays an important role in sparkling wine production, often alongside Chinuri. It contributes freshness and an elegant aromatic character.

წითელიRedქართლიKartli

თავკვერიTavkveri

ქართლის ტრადიციული წითელი ჯიში, რომლისგანაც მზადდება ხილის ტონებით გამორჩეული წითელი, ვარდისფერი და ცქრიალა ღვინოები. შედარებით მსუბუქი სტილის ღვინოებისთვისაც საინტერესო არჩევანია.A traditional red grape variety from Kartli, used to produce red, rosé, and sparkling wines with fruity notes. It is also an interesting choice for lighter wine styles.

წითელიRedქართლიKartli

შავკაპიტოShavkapito

ქართლის ადგილობრივი წითელი ჯიში, რომლისგანაც მიიღება ხასიათიანი, სტრუქტურული ღვინო. მისი არომატები და სხეული ვენახის ადგილმდებარეობისა და დაყენების მეთოდის მიხედვით იცვლება.An indigenous red grape variety from Kartli that produces characterful, structured wines. Its aromas and body vary depending on the vineyard location and winemaking method.

წითელიRedსამეგრელოSamegrelo

ოჯალეშიOjaleshi

სამეგრელოს ცნობილი წითელი ჯიში, რომელსაც ტრადიციულად მაღლარად - ხეებზე აყვანილ ვაზადაც ზრდიდნენ. მისგან მზადდება არომატული ღვინო, რომელსაც ხშირად მწიფე წითელი ხილისა და კენკრის ტონები ახასიათებს.A well-known red grape variety from Samegrelo, traditionally also grown as a maghlari vine trained to climb trees. It produces aromatic wines often marked by ripe red-fruit and berry notes.

ვარდისფერიRoséგურია · აჭარაGuria · Adjara

ჩხავერიChkhaveri

დასავლეთ საქართველოს გამორჩეული ვარდისფერკანიანი ჯიში. მისგან მიიღება ნაზი, არომატული ღვინოები, მათ შორის ვარდისფერი და ცქრიალა სტილებიც.A distinctive pink-skinned grape variety from western Georgia. It produces delicate, aromatic wines, including rosé and sparkling styles.

წითელიRedგურიაGuria

ალადასტურიAladasturi

ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე და სასუფრე ვაზის ჯიში, რომლისგანაც შეიძლება დამზადდეს შედარებით მსუბუქი, ნაზი ტანინებისა და წითელი ხილის არომატების მქონე ღვინო.An indigenous Georgian red grape variety used for both wine and table consumption. It yields a relatively light wine with delicate tannins and vibrant red fruit aromas.

88რეგიონიregions

ღვინის რუქაThe map of wine

საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს ვაზის საკუთარი ჯიშები, მეღვინეობის ტრადიციები და ღვინის გამორჩეული ხასიათი აქვს, შავი ზღვის სანაპიროდან კავკასიონის მთისწინეთამდე. აღმოაჩინეთ საქართველოს ღვინის რეგიონები რუქაზე - მიიტანეთ კურსორი ან შეეხეთ სასურველ რეგიონს.Almost every region of Georgia has its own grape varieties, winemaking traditions, and distinctive wine character, from the Black Sea coast to the foothills of the Caucasus Mountains. Discover Georgia’s wine regions on the map - hover over a region or tap to explore.

შავი ზღვაBlack Sea რუსეთიRussiaთურქეთიTurkey სომხეთიArmeniaაზერბაიჯანიAzerbaijan კავკასიონიGreater Caucasus კახეთიKakhetiქართლიKartliიმერეთიImeretiრაჭა-ლეჩხუმიRacha-LechkhumiსამეგრელოSamegreloგურიაGuriaაჭარაAdjaraმესხეთიMeskheti
რუქის შესახებAbout the mapსაზღვრები - Natural Earth-ის მონაცემებით; წერტილები რეგიონების ცენტრების მიახლოებით ადგილმდებარეობას აჩვენებს.Borders from Natural Earth data; the dots show the approximate location of each region’s centre.
ზედაპირზე - მთავარიSurface - home