0
ღვინო იბადება ქვევრშიWine is born in the qvevri
ვაზის სამშობლოHomeland of the VineსაქართველოGeorgia
04 / 05 - თამადაThe tamada

სუფრა - ღვინით ნათქვამი სიტყვაThe supra: words spoken in wine

ქართულ სუფრაზე ღვინოს უბრალოდ არ სვამენ - მას სიტყვად აქცევენ. ყოველ ჭიქას თავისი სათქმელი, თავისი ადრესატი და თავისი რიგი აქვს.At a Georgian feast, wine is not simply drunk - it is transformed into words. Every glass has its own message, its own recipient, and its own place in the order of toasts.

უფრო ღრმადDeeper
01 / 04

შეკრებაGathering

ყველა შეკრებას თავისი მიზეზი აქვს.Every gathering has a reason.

02 / 04

თამადაThe Tamada

ადამიანი, რომელიც სუფრის სიტყვას, განწყობასა და სადღეგრძელოების რიგს უძღვება.The toastmaster who guides the words, the spirit, and the order of toasts around the table.

03 / 04

სადღეგრძელოThe toast

სათქმელი, რომელიც კონკრეტულ ადამიანს, მოვლენას ან ღირებულებას ეძღვნება.A few words dedicated to a person, an occasion, or a value.

04 / 04

შესმაThe Drink

„გაუმარჯოს!“ - „გაგიმარჯოს!“ სიტყვა სრულდება, თასები ერთმანეთს ეხება და სადღეგრძელო ბოლომდე ისმება.“Gaumarjos!” - “Gagimarjos!” The glasses meet, and the wine is drunk to the last drop.

თამადაTamadaსუფრის წინამძღოლიLeader of the table

ვინ არის თამადაWho is the tamada

თამადა ქართული სუფრის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ის მჭევრმეტყველი, გონიერი და გაწონასწორებული უნდა იყოს: სადღეგრძელოებს თანამიმდევრობით წარმოთქვამს, სუფრის რიტმს წარმართავს და ზრუნავს, რომ სტუმრებსაც ჰქონდეთ სიტყვის თქმის შესაძლებლობა. The tamada is one of the central figures of a Georgian feast. They are expected to be eloquent, wise, and composed: delivering toasts in a thoughtful sequence, guiding the rhythm of the feast, and making sure guests also have the opportunity to speak.

თამადა სადღეგრძელოს წარმოთქვამს, შემდეგ კი ალავერდით იმავე თემაზე სიტყვის თქმას სხვა სტუმარს გადასცემს. ღვინოს სტუმრებს მერიქიფე უსხამს, სუფრის თანამონაწილეებს კი თანამეინახეები ჰქვიათ. The tamada delivers a toast and then, through a tradition known as alaverdi, invites another guest to speak on the same theme. The merikipe serves wine to the guests, while those gathered around the table are known as tanameinakheebi - companions sharing the feast.

თამადაTamadaსუფრის წინამძღოლი, სადღეგრძელოების ავტორიthe leader of the table, author of the toasts
ალავერდიAlaverdiსადღეგრძელოს გადაცემა სხვა სტუმრისთვისpassing a toast on to another guest
მერიქიფეMerikipeვინც ღვინოს ასხამს და სუფრას ემსახურებაthe one who pours the wine
რიგიOrderსადღეგრძელოებიThe toasts

სადღეგრძელოების რიგიThe order of toasts

სადღეგრძელოების თანმიმდევრობა რეგიონის, ოჯახის და თავად შეკრების მიზეზის მიხედვით იცვლება. თუმცა ქართული სუფრის არსი უცვლელია: სადღეგრძელოები ერთმანეთთან აკავშირებს რწმენას, სამშობლოს, წარსულს, აწმყოსა და მომავალს - და ბოლოს ისევ ადამიანებთან გვაბრუნებს. The order of toasts varies by region, family, and occasion. Yet the spirit of the Georgian feast remains the same: the toasts connect faith, homeland, the past, the present, and the future - before bringing us back to the people around the table.

01

მშვიდობისTo peace

სუფრა ხშირად მშვიდობისა და ღვთის სადღეგრძელოთი იწყება.The supra often opens with a toast to peace and to God.

02

შეკრების მიზეზისTo the occasion

მასპინძლის, იუბილარის ან იმ ამბის, რისთვისაც სუფრა გაიშალა.To the host, the person honoured, or the event that brought everyone together.

03

სამშობლოსTo the homeland

საქართველოს - მისი ისტორიის, დღევანდელობისა და მომავლის სადღეგრძელო.A toast to Georgia - its history, its present, and its future.

04

წინაპრებისTo the ancestors

გარდაცვლილთა ხსოვნის სადღეგრძელო - მათი, ვისი მემკვიდრეობაც დღემდე ჩვენთან ცხოვრობს.A toast in memory of those who have passed away - those whose legacy lives on in us.

05

მშობლებისTo parents

მათი სადღეგრძელო, ვისგანაც ჩვენი ცხოვრება იწყება და ვისგანაც პირველ ღირებულებებს ვსწავლობთ.A toast to those who gave us life and taught us our first values.

06

შვილებისTo the children

მომავალი თაობის სადღეგრძელო - მათი, ვინც ჩვენს შემდეგ გააგრძელებს ცხოვრებასა და ტრადიციებს.A toast to future generations - those who will carry life and tradition forward after us.

07

სიყვარულისTo love

სიყვარულის, სილამაზისა და იმ ადამიანების სადღეგრძელო, რომლებიც ცხოვრებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.A toast to love, beauty, and the people who give life its special meaning.

08

მეგობრობისTo friendship

მეგობრებისა და თანამეინახეების სადღეგრძელო - მათი, ვინც ჩვენ გვერდით არის და მათი, ვინც ჩვენგან შორს იმყოფება.A toast to friends and fellow companions at the table - those by our side and those far away.

09

გზა მშვიდობისაA safe road

დასასრულს ერთმანეთს მშვიდობიან გზას, კეთილდღეობასა და კვლავ შეხვედრას ვუსურვებთ.As the feast draws to a close, we wish one another a safe journey, well-being, and the joy of meeting again.

ჭურჭელიVesselsსასმისებიDrinking vessels

რითი სვამენ ღვინოსWhat wine is drunk from

ქართული სუფრის ჭურჭელი თავადაც მოგვითხრობს ისტორიას. თიხის, ვერცხლისა და ცხოველის რქისგან დამზადებული სასმისები ქართული ღვინის კულტურის მრავალფეროვნებასა და ხელოსნობის ტრადიციებს ასახავს.The vessels used at a Georgian feast tell a story of their own. Made from clay, silver, and animal horn, they reflect the diversity of Georgian wine culture and its long-standing traditions of craftsmanship.

ყანწიKantsi

რქაDrinking horn

ცხოველის რქისგან დამზადებული ტრადიციული სასმისი, რომელიც ქართულ სუფრასთან და სადღეგრძელოების რიტუალთან ასოცირდება. მისი ფორმის გამო ყანწის დადგმა შეუძლებელია, ამიტომ ტრადიციულად მას ბოლომდე ცლიან. A traditional drinking vessel made from an animal horn, closely associated with Georgian feasting and the ritual of toasting. Its shape often makes it impossible to set down upright, so tradition sometimes calls for it to be emptied in one go.

აზარფეშაAzarphesha

ვერცხლის სასმისიSilver cup

ტარიანი, კოვზისებრი ფორმის ვერცხლის ჭურჭელი, რომელსაც ღვინის შესასმელად იყენებდნენ. ოსტატურად შესრულებული აზარფეშა ძველი საზეიმო სუფრის გამორჩეული ნივთი იყო.A handled, spoon-shaped silver vessel traditionally used for drinking wine. Finely crafted examples were distinctive objects at ceremonial feasts of the past.

ფიალაPiala

თიხის თასიClay bowl

ფართო, დაბალი თიხის სასმისი, საიდანაც ღვინო ორივე ხელით ისმევა. მისი ფორმა სადა და პრაქტიკულია, თუმცა ტრადიციულ ქართულ ჭურჭელში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.A wide, shallow clay vessel, held with both hands while drinking. Its shape is simple and practical, yet it holds a special place among traditional Georgian vessels.

ხელადაKhelada

დოქიClay jug

თიხის ჭურჭელი ღვინის შესანახად ან გადასატანად და სუფრაზე მისაწოდებლად. მისი ფორმა და ზომა ტრადიციისა და გამოყენების მიხედვით განსხვავდება.A clay vessel used to store or carry wine and serve it at the table. Its shape and size vary according to tradition and purpose.

ორშიმოOrshimo

ჩამჩაLadle

გრძელტარიანი ჭურჭელი, რომელსაც ქვევრიდან ღვინის ამოსაღებად იყენებენ. ტრადიციულად ორშიმო ხშირად გოგრისგან მზადდებოდა.A long-handled utensil used to draw wine from a qvevri. Traditionally, orshimo ladles were often made from gourds.

ჯამიJami

სასმისიCup

თიხის ან სხვა მასალისგან დამზადებული თასი, რომელსაც ყოველდღიურ ყოფასა და სუფრაზე სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ.A bowl made from clay or another material, used for a variety of purposes in everyday life and at the table. It was not exclusively a drinking vessel.

ყოფაEveryday life
რთველიRtveliყოფაEveryday life

რთველი, მარანი და სიმღერაHarvest, marani and song

შემოდგომაზე, რთველის დროს, სოფლის ცხოვრება ვენახის გარშემო ტრიალებს. მოკრეფილი ყურძნის ტკბილისგან თათარასა და ჩურჩხელას ამზადებენ, ჭაჭისგან კი - ჭაჭის არაყს ხდიან. ვაზი ქართულ ოჯახს მხოლოდ ღვინით კი არა, სხვადასხვა პროდუქტითაც ამარაგებს. In autumn, during *rtveli* - the grape harvest - village life revolves around the vineyards. Fresh grape must is used to make tatara, a thick grape-based mixture, and churchkhela, a traditional sweet made by coating strings of nuts in grape must. The grape pomace is distilled to produce chacha, a traditional Georgian spirit. The vine sustains Georgian households not only with wine, but also with a variety of other products.

მარანი სახლის გულია - ადგილი, სადაც ქვევრები მიწაშია ჩაფლული და სადაც სისუფთავესა და სიმშვიდეს განსაკუთრებულად უფრთხილდებიან. აქ ახალ ღვინოს პირველად სინჯავენ, აქ ინახავენ ოჯახურ მარაგს და ძვირფას სტუმარსაც განსაკუთრებული პატივით ხვდებიან. The marani, or wine cellar, is the heart of the home - a place where qvevri are buried in the ground and where cleanliness and tranquility are carefully maintained. It is here that the new wine is first tasted, family wine stocks are kept, and honored guests are welcomed with special care.

ქართულ სუფრას თავისი ხმაც აქვს. მრავალხმიანი სიმღერა, განსაკუთრებით კი მრავალჟამიერი, სუფრის ტრადიციის გამორჩეული ნაწილია. ქართული მრავალხმიანი სიმღერა 2001 წელს UNESCO-მ ზეპირი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად გამოაცხადა, ხოლო 2008 წელს იგი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანა. A Georgian feast has its own voice, too. Polyphonic singing, especially songs such as Mravalzhamieri, is a distinctive part of the feasting tradition. In 2001, UNESCO proclaimed Georgian polyphonic singing a Masterpiece of the Oral and Intangible Heritage of Humanity. In 2008, it was included in UNESCO’s Representative List of the Intangible Cultural Heritage of Humanity.

ზედაპირზე - მთავარიSurface - home